Tag Archives: პლაზმა

ჰემოკონცენტრაცია

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოკონცენტრაცია – პლაზმაში ერითროციტების რაოდენობის მომატება,რაც დაკავშირებულია პლაზმის მოცულობის შემცირებასთან.ჰემოკონცენტრაცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის მიერ  სითხის ძლიერი დაკარგვა.

ცენტროპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროპლაზმა – (centroplasma ლათ. centrum – ცენტრი და იხ.პლაზმა) ჰომოგენური ციტოპლაზმა, რომელიც გარს ეკვრის უჯრედის ცენტრის ცენტრიოლებს. ტერმინი შემოიღო ერლანგერმა (1897). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჩანასახოვანი პლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩანასახოვანი პლაზმა – (სინ. სასქესო პლაზმა)  –  1. (plasma germinale, სინ. გონობლასტი)  სასქესო ნერგი, რომელიც წარმოდგენილია გონოციტების ერთობლიობით; მაღალორგანიზებულ ცხოვე­ლებსა და ადამიანში წარმოიქმნება ჩანასახოვან ფურცლებამდე და მათგან დამოუკიდებლად; 2. (ისტ.) მემკვიდრეობითი ერთეულების ერთობლიობა სასქესო  უჯრედების ბირთვებში (ა.ვეისმანის მიხედვით). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

სისხლის პლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის პლაზმა – სისხლის თხიერი ნაწილი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაშია იმყოფება სისხლის ფორმიანი ელემენტები. მის შემადგენლობაში შედის ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ელექტროლიტები, ჰორმონები, ვიტამინები, გახსნილი აირები და ნივთიერებათა ცვლის შუალედი პროდუქტები. სისხლის პლაზმის ცილები, რომელთა რაოდენობა 7 – 8% შეადგენს, მონაწილეობენ წყლის ცვლაში, ჰორმონების ვიტამინების, ცხიმების ტრანსპორტში, სისხლის შედედების

Read More

სასქესოთეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესოთეორია – / ჩანასახოვანი / გზის ანუ ჩანასახოვანი პლაზმის უწყვეტობის შესახებ  –  ამ თეორიის მიხედვით, სასქესო ნერგისა და სხვა დანარჩენი ნერგების განვითარების გზის გამოცალკევება მიმდინარეობს ემბრიოგენეზის ადრეულ ეტაპებზე. ვეისმანის მიხედვით, სასქესო ნერგი ადრე გამოცალკევდება სხვა ნერგებიდან და დამოუკი­დებელია ორგანიზმისაგან. ამასთან დაკავშირებით თითქოსდა არსებობს ორი პლაზმა: ჩანასახოვანი, რომელიც

Read More