Tag Archives: პოდაგრა

სკლერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლერიტი – (თვალის დაავ.) სკლერის ანთება.  ეტიოლოგია: ტუბერკულოზი, რევმატიზმი, პოდაგრა, იშვიათად – სიფილისი, ბრუცელოზი და სხვა ინფექციური დაავადებები. სიმპტომები. ტკივილი, სინათლის შიში, სკლერის უბნის შემოსაზღვრული შესიება და ჰიპერემია მოლურჯო ელფერით. მიმდინარეობს ხანგრძლივად, ხშირად პროცესში ერთვება რქოვანა და ცილიარული სხეული. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

სიმსუქნე

სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მობილიზაციას ცხიმოვანი დეპოებიდან. სიმპტომები. ზომიერი სიმსუქნე

Read More

პოდაგრა

პოდაგრა პოდაგრა – სახსრების დაავადება, რომელიც განპირობებულია მათში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებით. შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი სახსარი, განსაკუთრებით ხშირად კი  – ტერფის თითების სახსრები. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები. არც თუ იშვიათად ადგილი აქვს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევებს, კერძოდ სიმსუქნისადმი მიდრეკილებას. დამახასიათებელია თითქმის მუდმივი ჰიპერურიკემია. სიმპტომები. დაავადება ხშირად მიმდინარეობს მორეციდივე მწვავე ართრიტის სახით, რომელიც რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავებით, არ

Read More

მიკროკრისტალური ართრიტები

მიკროკრისტალური ართრიტები მიკროკრისტალური ართრიტები – სახსრების დაავადებების ჯგუფი, რომლებიც განპირობებულია სახსრებში სხვადასხვა შემადგენლობის მიკროკრისტალების ჩალაგებით. მათ მიეკუთვნება პრინციპულად განსხვავებული ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მქონე დაავადებები. ამასთან, ყველა მათგანს გააჩნია ერთი საერთო ნიშანი – ერთი ან რამდენიმე სახსრის მწვავედ განვითარებული ართრიტი, რომელიც მიმდინარეობს შეტევების სახით. მიკროკრისტალური ართრიტები განსაკუთრებით ხშირად გამოწვეულია ურატების კრისტალებით (პოდაგრა) და კალციუმის პიროფოსფატით (პიროფოსფატური

Read More