ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი სეფსისი – ვითარდება მშობიარობის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა დღეებში. იწყება მწვავედ, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება მაღალი ჰექტიური ტემპერატურა, შემცივნება, ხშირი პულსი, გონების დაბინდვა, სისხლის სეპტიკური სურათი, ბაქტერიემია. შინაგანი ორგანოებიდან განსკუთრებით ხშირად ზიანდება ფილტვები (სეპტიკური პნევმონია). თირკმელების მძიმე დაზიანება იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას. შემდეგში დაავადების კლინიკური სურათი