Tag Archives: პოლიპლოიდური

კარიომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიომერები – (caryomeri ბერძნ.caryon  –  ბირთვი და meros  –  ნაწილი)  ბირთვის წვრილი ბუშტუკისებრი ნაწილები, რომლებიც წარმოიქმნებიან ცალკეული ქრომოსომის გარშემო ატიპური მიტოზე­ბის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში. კარიომერები შეიძლება წარმოიქ­მნას აგრეთვე პოლიპლოიდური ბირთვების ფრაგმენტაციის დროს. ტერმინი შემოიღო ვალდეიერმა (1903). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

დიპლოიდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლოიდია – (diploidia ბერძნ.diploos – ორმაგი) უჯრედებში ჰო­მომლოგიური ქრომოსომების წყვილების მთლიანი ნაკრების არსე­ბობა. ყოველ ასეთ წყვილში ერთ – ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომა ატა­რებს გენეტიკურ ინფორმაციას მამრობითი ხაზით, მეორე კი – მდედრო­ბითი ხაზით და შესაბამისად ისინი წარმოიქმნებიან მამრობითი ან მდედ­რობითი სასქესო უჯრედებიდან. უჯრედები ქრომოსომების დიპლოი­დური ნაკრებით (ორმაგი, მთლიანი, ანუ

Read More