Tag Archives: პოლიურიით

ანალგეტიკური ნეფროპათია

ანალგეტიკური ნეფროპათია – კლინიკური სინდრომი: თირკმლის მილაკების დაზიანება არანარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად. აღინიშნება უპირატესად ქალებში. ვლინდება პოლიურიით, ნიქტურიით, კრუნჩხვებით, ლეიკოციტურიით, პროტეინურიით, ჰემატურიით, თანდათანობით თირკმლის უკმარისობის განვითარებით. გართულებებია: თირკმლის დვრილების ნეკროზი, პიელონეფრიტი, ნეფროკალცინოზი, შარდკენჭოვანი დაავადება და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი