Tag Archives: პროფილ

რეანიმატოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეანიმატოლოგია – 1. კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის იმ პროცესებისა და მოვლენების პათოგენეზს, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში სიკვდილთან მოსაზღვრე მდგომარეობებისას და კლინიკური სიკვდილის გადატანის შემდგომ აღდგენით პერიოდში და შეიმუშავებს რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის მეთოდებს.  2. რეანიმატოლოგია – მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ტერმინალური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ხერხებს (კოლაფსი,

Read More

რეადაპტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეადაპტაცია – ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც მიმართულია ადამიანის დაკარგული ან დასუსტებული რეაქციების აღსადგენად, რაც ხელს უწყობს მის შეგუებას შრომისა და ყოფის პირობებთან. სამედიცინო რეადაპტაცია მოიცავს სამკურნალო – პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ფსიქოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური რეაქციების აღსადგენად, რომლებიც უზრუნველყოფენ მის შეგუებას შრომისა და ყოფის განსაზღვრულ პირობებთან. გაფრთხილება!

Read More