Tag Archives: პროცესში

აგამოსპერმია

აგამოსპერმია – (agamospermia ბერძნ.a – უარყოფა, იხ.გამეტები და sperma, spermatos – თესლი) სქესობრივი გამრავლების გამარტივებული მეთოდი მდედრობითი გამეტების განვითარების საფუძველზე, რომლის პროცესში განაყოფიერება არ ხდება. მამრობითი გამეტები ამ პროცესში მხოლოდ ზიგოტის დაყოფის სტიმულატორების როლს ასრულებენ. იხ.პართენოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

აბსცესი დიუპიუიტრენის

აბსცესი დიუპიუიტრენის – მცირე მენჯის უჯრედების აბსცესი, რომელიც განლაგებულია მის გვერდით კედელზე და როცა პროცესში ჩართულია საშვილოსნოს განიერი და საზარდულის მყესები. ეს აბსცესი არის პარამეტრიტის გართულება. [“3”]