Tag Archives: პროცეს

შეუთავსებლობა იმუნოლოგიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეუთავსებლობა იმუნოლოგიური – – დონორისა და რეციპიენტის უჯრედების ანტიგენური  შემადგენლობაში გენეტიკურად განპირობებული განსხვავება, რაც იწვევს იმუნოლოგიური კონფლიქტის განვითარებას. მის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედული და ჰუმორული რეაქციები, რომელიც მიმართულია ანტიგენურად უცხო უჯრედებისა და ქსოვილების საწინააღმდეგოდ, რაც იწვევს მათ დაზიანებასა და დაღუპვას, ასევე ზოგიერთი პათოლოგიურ პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ

Read More

ქსოვილოვანი სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი სუნთქვა – ცოცხალი ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე აერობული ჟანგვა – აღდგენითი პროცესები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ორგანული ნაერთების ჟანგვით დაშლას, ცვლის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნით და ენერგიის გამოთავისუფლებით, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ფიზიოლოგიური ფუნქციების განსახორციელებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვ – თირკმლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვ – თირკმლის სინდრომი – ფილტვები და თირკმლები ძალზე სიმეტრიული ორგანოებია, აქვთ მსგავსი შენება (გლომერულები და ალვეოლები კაპილარული ქსელით). რიგ შემთხვევებში ასევე აღინიშნება მსგავსი მორფოლოგიური ცვლილებები და პათოლოგიური პროცესის ერთდროული მიმდინარეობა. მაგალითად, კოლაგენური დაავადებების, ტუბერკულოზის, სოკოვანი დაავადებების და სხვათა დროს. ვინაიდან მსგავსი პათოლოგიური პროცესები დაკავშირებულია ამ ორგანოთა

Read More

ფიბრომატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი

Read More

სუბსენსორული პროცესები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბსენსორული პროცესები – (ლათ. წინსართი sub –  ქვევით, ქვემოთ + sensus გრძნობა, შეგრძნება) ადამიანის ფსიქიკური მოქმედების სახე, რომელიც ხორციელდება ცნობიერების მონაწილეობის გარეშე, შეუცნობელ დონეზე. მათ მიეკუთვნება ე. წ. გაურკვეველი, დაბინდული შეგრძნებები, რომლებიც გამოწვეულია გაუცნობიერებელი გარეშე გამღიზიანებლებით, ასევე შინაგანი ორგანოებიდან ან ჩონჩხ – კუნთოვანი აპარატიდან მომდინარე გაღიზიანებით; ავტომატიზებული

Read More