Tag Archives: პულსის

მექანოკარდიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მექანოკარდიოგრაფია – (ბერძ. Mechanikos მექანიკური + kardia გული + grapho წერა, გამოსახვა) დაბალი სიხშირის რხევათა რეგისტრაციის მეთოდი, რომელიც უკავშირდება გულის მექანიკურ მოქმედებას; მოიცავს მსხვილი ვენებისა და არტერიების პულსის რეგისტრაციას და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მარტორელ – ფაბრეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარტორელ – ფაბრეს სინდრომი – პულსის დაკარგვის სინდრომი. ხასიათდება აორტის და მსხვილ სისხლძაღვთაკედლის ანთებით და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზემო კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვემო კიდურებზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად ასახელებენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, ტუბერკულოზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი.

Read More