ციანოზი – კანისა და ლორწოვანი გარსების სილურჯე. აღინიშნება ჟანგბადით სისხლის არასაკმარისი გაჯერების გამო სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაუსინგ – ბინგის სინდრომი – (H. B. Taussing, ამერიკ. კარდიოლოგი; R. J. Bing, ამერიკ. ექიმი; სინ.: აორტის ტრანსპოზიცია და ფილტვის ღეროს მარცხენა პოზიცია)გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც აორტა გამოდის მარჯვენა პარკუჭიდან, ხოლო ფილტვის ღერო ორივე პარკუჭიდან, პარკუჭთაშუა ძგიდის მაღლა მდებარე დეფექტის დროს. მანკის ძირითადი გამოვლინება განისაზღვრება ასეთ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმაღლის დაავადება – ვითარდება დიდ სიმაღლეებზე ასვლისას (4000 მ – ზე ზევით; ჟანგბადით სუნთქვისას – 12 000 მ – ზე). განპირობებულია შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისწასვლით, გულისრევით, ტკივილით ყურებში, ფილტვებისა და ტვინის შეშუპებებით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქსიგენერატორები – მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსტრაკორპორალურ აირთა ცვლას ვენური სისხლის ჟანგბადით გაჯერების გზით ან ნახშირმჟავა გაზის მოცილებით; ზოგჯერ მათ უწოდებენ ხელოვნურ ფილტვებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მთქნარება – უნებლიე სუნთქვითი მოძრაობა, ემსახურება ჟანგბადით უკეთ მომარაგებაში, ორგანიზმში ნახშირორჟანგის დაგროვებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა