Tag Archives: რაოდენობით

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,

Read More

შარდის ბუშტის კენჭები

შარდის ბუშტის კენჭები. – (ქირურგ.) მათ წარმოქმნას ხელს უწყობს: მინერალური მარილებით მდიდარი სასმელი წყლის გამოყენება, შარდის შეკავება ბუშტში, ინფექციები და უცხო სხეულები. შარდის ბუშტის კენჭებს ეწოდება პირველადი, ხოლო თირკმლის კენჭებს, რომლებიც ჩამოსულია შარდის ბუშტში – მეორადი. კენჭების ფორმა და ქიმიური შედგენილობა მრავალფეროვანია.  სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომებია ტკივილები, შარდის გამოყოფის მოშლა და მისი ხასიათის ცვლილება. ტკივილები

Read More