Tag Archives: რაციონალური

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

ფრუქტოზემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოზო – 1 – ფოსფატალდოლაზის უკმარისობით. მანიფესტირდება ადრეული ბავშვობის ასაკში: ფრუქტოზის ან საქაროზის მიღების შემდეგ წარმოიქმნება ჰიპოგლიკემიის ნიშნები (ოფლიანობა, გულის წასვლა და სხვ.), გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, შესაძლოა კრუნჩხვების განვითარებაც. დამახასიათებელია ანორექსია, ზიზღი საკვებისადმი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას (ტკბილეული, ხილი). აღინიშნება ჰეპატომეგალია,

Read More

ტოპოგრაფიული ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ურთიერთგანლაგების ნორმასა და პათოლოგიას ასაკობრივი, სქესობრივი და კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით. ტოპოგრაფიული ანატომიის მონაცემების საფუძველზე ტარდება რაციონალური ოპერაციები სხვადასხვა ორგანოებზე. სსრკ – ში ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციულ ქირურგიასთან ერთად დამოუკიდებელი სამედ. დისციპლინა და სწავლების საგანია. ნორმალური ანატ.

Read More

სინდისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდისი – (ფსიქოლოგია) პიროვნების უნარი განახორციელოს ზნეობრივი თვითკონტროლი, მოახდინოს საკუთარი ზნეობრივი მოვალეობების დამოუკიდებელი ფორმირება, მოითხოვოს საკუთარი თავისაგან მათი შესრულება და განახორციელოს ჩადენილი ქმედებების თვითშეფასება; ეს არის პიროვნების ზნეობრივი თვითშეგნების ერთ – ერთი გამოხატულება. სინდისი ვლინდება, როგორც ჩადენილი ქმედებების ზნეობრივი მნიშვნელობის  რაციონალური გაცნობიერების ფორმით, ასევე ემოციური განცდების ფორმით.

Read More

საინვესტიციო თანამშრომლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საინვესტიციო თანამშრომლობა – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სახე, რომლის მიზანია რესურსების რაციონალური განაწილება, სახელმწიფოს მერ ეკონომიკაში უფრო მაღალი შედეგების მიღწევა შრომის საერთაშორისო განაწილებაში მონაწილეობის უპირატესობის გამოყენებით, საზოგადოებრივი წარმოების ტექნოლოგიური სტრუქტურის განახლებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა