Tag Archives: რეაქციების

ჰიპოკორტიციზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოკორტიციზმი – კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სხეულის მასის დაქვეითებით, კანის საფარველის, ლორწოვანი გარსების ჰიპერპიგმენტაციით, წყალ – მარილოვანი ცვლის დარღვევითა და დამცველობით – შემგუებლობითი რეაქციების დარღვევებით, ფაღარათით, 17 – კეტოსტეროიდების ექსკრეციის დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ანალიზი ანტიგენური

ანალიზი ანტიგენური – უჯრედების, ქსოვილების, მიკროორგანიზმებისა და სხვ. ანტიგენური თვისებების გამოკვლევა სხვადასხვა სეროლოგიური რეაქციების დახმარებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ანაერობიოზი

ანაერობიოზი – (ან – + ბერძ. aer, aeros ჰაერი + biosis სიცოცხლე) ცხოველქმედება ბიოქიმიური რეაქციების ხარჯზე, რომლებიც მიმდინარეობენ გარემოში თავისუფალი ჟანგბადის გარეშე; ანაერობიოზი დამახასიათებელია რიგი პათოგენური მიკროორგანიზმებისათვის. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანაბოლიზმი უჯრედის

ანაბოლიზმი უჯრედის – (anabolismus cellulae ბერძნ.anabole – აღმართი) უჯრედის მეტაბოლიზმის ერთ – ერთი მხარე, რომელიც უჯრედში ორგანული ნივთიერებების ასიმილაციის (ათვისების, დაგ­როვების, სინთეზის) გამომწვევ ნივთიერებათა ცვლის რეაქციების ერთობ­ლიობაა (იხ.ანაბოლიზმის საპირისპირო – კატაბოლიზმი ). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ალიმფოციტოზი

ალიმფოციტოზი – (alymphocytosis; სინ.: ლიმფოციტური დისგენეზია, ნეზელოფის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება იმუნოლოგიური დაცვის უჯრედული რეაქციების არარსებობით. მიზეზია ლიმფოციტების რაოდენობრივი უკმარისობა და მათი ხარისხობრივი არასრულყოფილება. პირველად აღწერა ნეზელოფმა 1964 წელს. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ კვირეებში და თვეებში; ხასიათდება ავთვისებიანი მიმდინარეობით. აღინიშნება ბავშვის ზრდაში ჩამორჩენა, გახანგრძლივებული სეპტიკური პროცესი კანზე, ფილტვებში და სხვა ორგანოებში. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა –

Read More