Tag Archives: რეაქციის

ჰიპოვოლემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვოლემია – ორგანიზმში ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება. შესაძლოა განპირობებული იყოს სითხის მიღების შეზღუდვით ან მისი გაძლიერებული დაკარგვით (მაგ. შარდმდენებზე გაძლიერებული რეაქციის, გაძლიერებული ღებინების, ფაღარათის, შინაგანი სისხლდენების, დამწვრობების დროს). ჰიპოვოლემიის სიმპტომები ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის, ვარიკოზულად გაფართოებულ ვენებში სისხლის დეპონირების დროს ან ქვედა ღრუ

Read More

არგაილ რობერტსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგაილ რობერტსონის სინდრომი – მასში შედის ამავე სახელწოდების სიმპტომი, ასევე მიოზი, ანიზოკორია, გუგების არასწორი ფორმა, მიდრიატიკებზე მათი რეაქციის არარსებობა, ფერადი გარსის ატროფია; დამახასიათებელია გვიანი სიფილისისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

არგაილ რობერტსონის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგაილ რობერტსონის სიმპტომი – სინათლეზე გუგების რეაქციის არარსებობასა და კონვერგენციაზე და აკომოდაციაზე მათი რეაქციის შენარჩუნებას შორის დისოციაცია; შესაძლოა აღინიშნებოდეს ნეიროსიფილისის დროს, ვეგეტატიური უკმარისობის, შუა ტვინის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ანერგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანერგია – 1. ორგანიზმის რეაქციის არარსებობა გაღიზიანებაზე; 2. ფსიქიлური, მოძრაობითი და მეტყველების აქტივობის დაქვეითება. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი