Tag Archives: რეგენერაციის

მიელინიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელინიზაცია – (ბერძ. Myelos ძვლის ტვინი)მიელინის გარსების ჩამოყალიბების პროცესი ნერვული უჯრედების მორჩების ირგვლივ მათი მომწიფების პერიოდში, როგორც ონტოგენეზში, ასევე რეგენერაციის დროს. მიელინის გარსები ასრულებენ ერთგვარი იზოლატორის როლს. გადაცემის სიჩქარე მიელინიზირებულ ბოჭკოებში გაცილებით მეტია, ვიდრე იგივე დიამეტრის არამიელინიზირებულ ბოჭკოებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More

კამბიური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიური უჯრედები – (cellulae cambiales ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)  განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებითაც უჯრედის აგებულების ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების დაღუპვის ხარჯზე ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის პირობებში. მათ ახასია­თებს ცხოველმყოფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და მუდმივ ყოფნა მიტოზურ ციკლში.

Read More