Tag Archives: რეგისტრირდება

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლეთიზმოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლეთიზმოგრაფია – (ბერძნ. plethysmos – გადიდება და …გრაფია) მედიცინაში, ფიზიოლოგიაში, ორგანოს ან მისი ნაწილის მოცულობის ცვლილებების განუწყვეტელი გრაფიკული რეგისტრაციის მეთოდი. მოცულობის ცვლილებები განპირობებულია სხვაობით ორგანოში არტერიით მოტანილ და ორგანოდან ვენით გატანილ სისხლის ოდენობებს შორის. ორგანო ან მისი ნაწილი თავსდება პლეთიზმოგრაფში. როდესაც ორგანოს მოცულობა იცვლება ჭურჭელში, ეს რეგისტრირდება

Read More

გალოპის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გალოპის რიტმი – გულის სამწევრა (იშვიათად ოთხწევრა) რიტმი, რომლის წარმოქმნაც განპირობებულია ფიზიოლოგიური ტონების გაძლიერებით, რომელიც ნორმის პირობებში არ მოისმინება (მაგრამ რეგისტრირდება ფონოკარდიოგრაფიულად). აუსკულტაციური ნიშნებით მოგვაგონებს ცხენის გალოპის რიტმს. ამ დროს გულის თითოეული ციკლის დროს გარდა ორი ტონისა მოისმინება დამატებითი ტონი. დამატებითი ტონი გალოპის რიტმის დროს აუსკულტაციურად მოისმინება

Read More