Tag Archives: რეგულარული

რეპლიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეპლიკაცია – (ინტ.) replicationმონაცემთა ბაზის დუბლირება რამოდენიმე სერვერზე, რაც ზრდის ინფორმაციის მოპოვების ეფექტურობას, მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი დუბლირება ნამდვილად სარგებლობის მომტანი იყოს, საჭიროა ასლთა რეგულარული განახლება და სინქრონიზაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლიემბრიონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიემბრიონია – (პოლი… და ბერძნ. embryon – ჩანასახი) ცხოველებში, რამდენიმე ჩანასახის განვითარება ერთი ზიგოტიდან. პოლიემბრიონია შედეგია ადრეული ჩანასახის რამდენიმე ნაწილად გაყოფისა, უმეტესად – დაყოფის პროცესში ბლასტომერების ურთიერთდაცილებისა და თითოეული მათგანის დამოუკიდებელ ორგანიზმად განვითარებისა. პოლიემბრიონიით გაჩენილ ორგანიზმებს ერთი და იგივე გენომი აქვთ, რის გამოც ისინი სქესითა და ყველა

Read More

პეპტიკური წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეპტიკური წყლული – (ქირურგ.) ვითარდება კუჭის ლორწოვან გარსზე გასტროენტეროსტომიის და კუჭის რეზექციის შემდეგ. სიმპტომები, მიმდინარეობა: ტიპიური ტკივილები, რაც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, წონაში დაკლება, ფარული სისხლდენა. მკურნალობა: მკაცრი დიეტა, საკვების რეგულარული მიღება, კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება და ტკვილგამაყუჩებელი საშუალებები. კონსერვატიული მკურნალობის შედეგად ეფექტის არ არსებობის

Read More

ნაადრევი სქესობრივი განვითარება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაადრევი სქესობრივი განვითარება – სქესობრივი მომწიფება გოგონებში 8 წლისა და ბიჭუნებში 10 წლის ასაკამდე. ეტიოლოგია, პათოგენეზი. პათოლოგიური პროცესების დროს ჯალღუზისებრ ჯირკვალში, ჰიპოთალამუსის მიდამოში ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემაში ვითარდება ცვლილებები, რომლებიც მოგვაგონებს ცვლილებებს ნორმალური სქესობრივი მომწიფების დროს და იწვევს ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ აჩქარებს

Read More

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი – წარმოქმნას უკავშირებენ კოლინჯის დისტალურ ნაწილებში სეგმენტული წნევის ხანგრძლივ მომატებას, მოტორული ფუნქციის რეგულარული დარღვევების შედეგად ნაწლავის კედლის შემაერთებელქსოვილოვანი და კუნთოვანი ელემენტების ასაკობრივი დისტროფიული ცვლილებების ფონზე. დივერტიკულებში განავლოვანი მასების შეჩერება იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას, ანთებითი პროცესის განვითარებას (დივერტიკულიტი), რომელიც ვრცელდება ნაწლავის კედლის მიმდებარე ნაწილებზე და

Read More