Tag Archives: რენტგ

ფლუოროგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლუოროგრაფია – რენტგენოდიაგნოსტიკის ტექნიკური სახესხვაობა: რენტგენის გამოსახულების ფოტოგრაფია, რომელიც მიიღება ფლუოროსცირებად ეკრანზე. იყენებენ ძირითადად  ფილტვების პროფილაქტიკური გამოკვლევისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სკიალოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკიალოგია – (ბერძ. Skia ჩრდილი + logos სწავლება)რენტგენოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის რენტგენის გამოსახულების წარმოქმნის კანონზომიერებებსა და შეიმუშავებს სხეულის გამოსაკვლევი ნაწილების, ან ორგანოს აგებულებისა და ფუნქციის განსაზღვრის წესებს ნორმაში და პათოლოგიების დროს ჩრდილებისა და განათებების მიხედვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რენტგენოსტრუქტურული ანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოსტრუქტურული ანალიზი – (analysis roentgeno­structuralis)   უჯრედების მოლეკულური ორგანიზაციის გამოკვლევის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც დამყარებულია რენტგენის სხივების დიფრაქციის (შემოვლის) მოვლენის გამოყენებაზე ობიექტში მათი გატარების დროს. ობიექტის სივრცობრივ ჩარჩოში მოლეკულების გან­ლაგების ხასიათის მიხედვით ფოტოფირ­ფიტაზე წარმოიქმნება კონცენ­ტრული რგოლებისა და რკალების გამოსა­ხუ­ლება, რომელთა სიგანისა და ერთმანეთს შორის მანძილის მიხედვით

Read More

რენტგენოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოლოგია – 1. მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაავადებების სამკურნალოდ ან ორგანიზმის გამოსაკვლევად რენტგენის სხივების გამოყენების შესაძლებლობას. 2. რენტგენოლოგია – მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს რენტგენის სხივების გამოყენებას დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რენტგენოთერაპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოთერაპია – სხივური თერაპიის ერთ – ერთი სახე, რომლის დროსაც სამკურნალო მიზნით გამოყენებულია რენტგენის სხივები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა