Tag Archives: რეფლექსი

ჩადოკის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩადოკის რეფლექსი – ტერფის დიდი თითის გაშლა კოჭის ქვედა გარე მიდამოს  კანის შტრიხისებრი გაღიზიანებისას; აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის პირამიდული გზები დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტარტლ – რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტარტლ – რეფლექსი – ფსიქოფიზიოლოგიური რეაქცია მოულოდნელ უეცარ სტიმულზე (მაგ. ხმაური, სინათლის ანთება, შეხება) რომელიც მოიცავს სტერეოტიპულ, ხანმოკლე, გენერალიზებულ შეკუმშვას სხეულისა და კიდურების კუნთებისა, რაც იწვევს თავის მოხრას ან გაშლას, გრიმასების წარმოქმნას, საღეჭი კუნთების დაძაბვას, მხრების აწევას, ხელების მოხრასა და განზიდვას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეფლექსი – ორგანიზმის რეაქცია გაღიზიანებაზე, რომელიც ხორციელდება ნერვული სისტემის მონაწილეობით და იწვევს ორგანოების, ქსოვილების, ან მთლიანი ორგანიზმის ფუნქციური აქტივობის ცვლილებას ან შეწყვეტას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსტრუმ – ფერსტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტრუმ – ფერსტის სინდრომი – მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. ნიშნები: კისრის მალების სინოსტოზი, ბეჭების მაღლა მდებარეობა და პლატიბაზია, სახის ნერვის პარეზი მარცხნივ, მარცხენა ხელის ასოციაცირებულ მოძრაობათა არარსებობა, მხარის ორთავა კუნთის მომატებული რეფლექსი იმავე მხარეს და მისი გაქრობა მარჯვნივ. სინონიმი: ფერსტ – ოსტრუმის სინდრომი.

Read More

ორალური ავტომატიზმის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორალური ავტომატიზმის რეფლექსი – ფილოგენეტიკურად უძველესი პროპრიოცეპტული რეფლექსების ჯგუფი, რომელთა რეფლექტორული რკალის ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობენ სამწვერა, სახისა და ენისქვეშა ნერვები, რომლებიც ანერვიანებენ პერიორალურ კუნთებს. ფიზიოლოგიურად ითვლება ბავშვობის ასაკში – 2 – 3 წლამდე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა