Tag Archives: რეფლექს

შუბლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლის სინდრომი – (სინ.: პრეფრონტალური ზონის სინდრომი) ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ტვინის შუბლის წილის კეროვანი დაზიანების დროს; სინდრომი აღინიშნება ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ, ქალაშიდა სიმსივნეების, ინფარქტებისა და სისხლჩაქცევების, ასევე ანთებითი და ატროფული პროცესების დროს. სინდრომისათვის დამახასიათებელია ექტრაპირამიდული დარღვევები: სახის მიმიკური კუნთების პარეზი, ჰიპო

Read More

პოსტურალური რეფლექსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტურალური რეფლექსები – მამოძრავებელი რეაქციები, რომელიც უნარჩუნებენ სხეულს წონასწორობას მისი პოზის შეცვლის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირობითი რეფლექსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირობითი რეფლექსები – შეძენილი რთული შეგუებითი რეაქციები, რომლებიც გამომუშავდება პირობითი გამღიზიანებლისა და მასთან შეუღლებული უპირობო რეფლექსური აქტის აღმძვრელ გამღიზიანებელს შორის დროებითი კავშირის დამყარებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კისრის ტონური რეფლექსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კისრის ტონური რეფლექსები – კიდურების კუნთოვანი ტონუსის ცვლილება თავის მდებარეობის ცვლილებისას. აღენიშნებათ ჯანმრთელ ბავშვებს 3 თვემდე, ხოლო მოგვიანებით ასაკში – ბავშვებს ცერებრული დაბლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კაროტიდული რეფლექსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაროტიდული რეფლექსები – კაროტიდულ სინუსში რეცეპტორების გაღიზიანების საპასუხო რეფლექსური რეაქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ არტერიული წნევის, გულისა და სუნთქვის სისტემის ფუნქციონალურ რეგულაციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა