Tag Archives: რთ

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More

ციტოპლაზმის ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის ჩანართები – (inclusiones cytoplasmatis სინ.დეიტოპლაზმა, პარაპლაზმა) – ციტოპლაზმის არამუდმივი ნაწილები, რომლებიც უფრო ხშირად არიან უჯრედშიგა ცვლის პროდუქტები ან სეკრეციის და პიგმენტების წარმოქმნის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებანი, ან ფაგოციტოზისა და პინოციტოზის საშუალებით უჯრედის მიერ გარემოდან შთანთქმული ნაწილაკები. თხიერ ჩანართებს ეწოდება ვაკუოლები, მკვრივს – გრანულები. არჩევენ ჩანართების რამდენიმე ჯგუფს:

Read More

უჯრედის სეკრეცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის სეკრეცია – (secretio cellulae ლათ.secretio – გამოყოფა) – ორგანიზმისათვის საჭირო სპეციფიკური ნივთიერებების, სეკრეტების უჯრედშიგა წარმოქმნის (გოლჯის კომპლექსის მონაწილეობით) და უჯრედის ფარგლებს გარეთ შემდგომი გამოყოფის პროცესი. იხ.სეკრეციული ჩანართები. აღსანიშნავია, რომ სეკრეტების წარმოქმნაში მონაწილეობს უჯრედის ყველა ორგანოიდი, მთლიანად უჯრედი (იხ.უჯრედშიგა კონვეიერი). ამ პროცესში ერთ – ერთი საბოლოო ეტაპია

Read More

უჯრედის ორგანოიდები

უჯრედის ორგანოიდები – (organoida cellulae ბერძნ.organon – ორგანო და eidos – მსგავსი) – ციტოპლაზმის დიფერენცირებული უბნები, რომლებიც მუდმივადაა ყველა უჯრედში და რომლებსაც ახასიათებს გარკვეული აგებულება და ფუნქციები. ისინი უჯრედის თავისებური „ორგანოებია“. ზოგადი მნიშვნელობის ორგანოიდებია: 1. ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, რომლებიც ცილების სინთეზს უზრუნველყოფს; 2. მიტოქონდრიები – უჯრედის სუნთქვის ცენტრები და ენერგიის აკუმულატორები; 3. გოლჯის კომპლექსი

Read More

სეკრეციული ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეკრეციული ჩანართები – (inclusiones secretoriae იხ.სეკრეცია)  ნივთიერებები, რომლებიც ციტოპლაზმაში გროვდებიან და უჯრედიდან გამოიყოფიან სეკრეციის პროცესში. მათ ახასიათებთ ზუსტი სპეციფიკური მოქმედება ორგანიზმის გარკვეულ სტრუქტურებზე (მაგალითად, ჰორმონები, ფერმენტები და სხვ.). აგრეთვე ისინი გამოყენებულია ქსოვილების მიერ მათთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესრულების პროცესში (მაგ., საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების  უჯრედების სეკრეტები მონაწილეობს საჭმლის

Read More