Tag Archives: რომლიდანაც

ციტობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტობლასტომა – (cytoblastoma ბერძნ.cytos – უჯრედი და blastos – ჩანასახი) – ფორმაწარმომქმნელი მასალა, რომლიდანაც, როგორც შეცდომით ფიქრობდნენ XIX საუკუნის შუა პერიოდის მკვლევარნი, წარმოიქმნება უჯრედები მათი თავისუფალი ხელახლა წარმოქმნის გზით. ტერმინი შემოიღო შლეიდენმა (1838). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ქსოვილოვანი სითხე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი სითხე – სითხე, რომელიც ავსებს უჯრედშორის სივრცეებს ქსოვილებსა და ორგანოებში; წარმოადგენს  უჯრედების  ერთგვარ გარემოს, რომლიდანაც იგი შთანთქვას საკვებ ნივთიერებებს და რომელშიც გადააქვთ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტროფობლასტური დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროფობლასტური დაავადება – ტროფობლასტის დაავადება, რომლიდანაც ფორმირდება პლანცეტა, რომელიც წარმოიქმნება ორსულობის, მშობიარობის ან აბორტის  შემდეგ პერიოდში. ტროფობლასტურ დაავადებებს მიეკუთვნება მარტივი (არაინვაზიური) და დესტრუირებული (ინვაზიური) ბუშტნამქერი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნე – ქორიონეპითელიომა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა