Tag Archives: სადიაგნოსტიკოდ

ამნიოცენტეზი

ამნიოცენტეზი – (amniocentesis; ბერძ. Amnion – სანაყოფო გარსი და kentesis – გაჩხვლეტა) სანაყოფო ბუშტის პუნქცია სანაყოფო წყლების მისაღებად, სადიაგნოსტიკოდ ან სამკურნალო მიზნით.(1) ამნიოცენტეზი (amniocentesis) – ამნიონის სითხის გამოსაკვლევის მიზნით, პუნქცია ამნიონის ღრუში. პრენატალური დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. უჯრედების კულტივაციის შემდეგ, მიმდინარეობს გენური და ქრომოსომული მუტაციების იდენტიფიცირება, შესაძლებელია ემბრიონის სქესის დადგენაც. ამნიოცენტეზი ტარდება, ჩასახვიდან არა უგვიანეს მე-16

Read More

ამილაზა

ამილაზა – ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს სახამებლის, გლიკოგენისა და მონათესავე პოლი და ოლიგო – საქარიდების ჰიდროლიზურ რეაქციებს. სისხლსა და შარდში ამილაზას მომატებული შემცველობის (აქტიურობის) განსაზღვრა გამოიყენება პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ, რომლის დროსაც ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის დაშლა და სისხლში ფერმენტის გამოყოფა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი