Tag Archives: სავარაუდოდ

შავანის შაკიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შავანის შაკიკი – (J. A. Chavany, ფრან. ნევროპათოლოგი)თავის მუდმივი ტკივილი, რომელიც პერიოდულად ძლიერდება, განსაკუთრებით ემოციური დაძაბულობისას, გადაღლის ან თავის ხანგრძლივი ფიქსაციისას ერთ მდგომარეობაში, რასაც თან ახლავს ვერგეტატიური დარღვევები, მოთენთილობა ან უძილობა; განპირობებულია ტვინის მაგარი გარსის ნამგლისებრი მორჩის გაკირვით (სავარაუდოდ მემკვიდრეობითი). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

უვეომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უვეომენინგიტი – სინდრომი – სისტემური დაავადება, სავარაუდოდ ავტოიმუნური გენეზის, რომელიც ვლინდება მწვავედ განვითარებული სეროზული მენინგიტით, თვალების დაზიანებით, ალოპეციით, ვიტილიგოთი, წამწამების გაჭაღარავებით, კარიბჭე – ლოკოკინას ნერვის ფუნქციის დარღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოლოზი – ხანტას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოლოზი – ხანტას სინდრომი – – იდიოპათიკური ქალაშიდა გრანულომატოზური ანთება, სავარაუდოდ აუტოიმუნური ბუნებისა, რომელშიც უპირატესად ჩართულია ტვინის მაგარი გარსები კავერნოზული სინუსის მიდამოში. ზოგჯერ პათოლოგიური პროცესი ვრცელდება თვალის ზედა ნაპრალზე და თვალბუდეზე. ზოგჯერ გამოხატულია ზომიერი ეგზოფთალმი, თვალის ფსკერზე ვენური შეგუბების ნიშნები. დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის, ანევრიზმის, ინფექციური დაზიანების 

Read More

სპრუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპრუ – გახანგრძლივებული ენტერიტი, რომელიც მიმდინარეობს შეწოვის დარღვევით და ანემიით. სავარაუდოდ მისი გამომწვევია ენტერობაქტერია. დაავადება ვითარდება თანდათანობით. ძირითადი სიმპტომებია: ხშირი, უხვი განავალი, მუცლის შებერვა,  ენაზე ეროზიები და მისი დვრილების ატროფია, სიგამხდრე, მძიმე ანემია. მკურნალობა – დიეტა, ბიფიდობაქტერინი, კოლიბაქტერინი, ფოლიუმის მჟავა, ფერმენტები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

პეტერსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეტერსის სინდრომი – (A. Peters, გერმ. ოფთალმოლოგი) განვითარების მემკვიდრეობითი ანომალია: რქოვანას უკანა ზედაპირის დეფექტი ცენტრალურად მდებარე ლიბრით, რასაც თან ახლავს თვალის წინა საკნის გაბრტყელება; ხშირად შერწყმულია განვითარების სხვა ანომალიებთან, მაგ. მგლის ხახასთან, ნაწლავის ატრეზიასთან; სავარაუდოდ გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიური ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More