Tag Archives: საზღვრების

ტონზილურ – კარდიალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონზილურ – კარდიალური სინდრომი – გულის ცვლილება, რომელსაც ზოგჯერ წინ უძღვის ქრონიკული ტონზილიტი, განსაკუთრებით მისი გამწვავების დროს. ამასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სუბიექტური გამოვლინებები, იშვიათად გულის სერიოზული ცვლილებები  – მიოკარდიუმის დისტროფია და მიოკარდიტი. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები, რომლებთაც აღენიშნებათ ხშირი გამწვავებებით მიმდინარე გამოხატული ტონზილიტი.  სიმპტომები. ყველაზე ხშირია

Read More

რუიტერ – პომპენის სიმპტომთკოპლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუიტერ – პომპენის სიმპტომთკოპლექსი – (M. Ruiter, ჰოლანდიელი დერმატოლოგი; A.W. M. Pompen; სინ.: მემკვიდრეობითი ლიპოიდური ტეზაურისმოზი, უნივერსალური დიფუზური ანგიოკერატომა) ლიპიდების გენეტიკურად განპირობებული ჩალაგება სისხლძარღვებში, გლუვ კუნთებში, მიოკარდში, თირკმელებში და სხვა ორგანოებში, რაც მიმდინარეობს ამ ორგანოების ფუნქციის მოშლით. რუიტერ – პომპენის სიმპტომოკოპლექსი წარმოიქმნება  ფერმენტ α – გალაქტოზიდაზის თანდაყოლილი

Read More

რეტრობულბური ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტრობულბური ნევრიტი – (თვალის დაავ.) თვალბუდის უკან მხედველობის ნერვის ანთება ან დისტროფიული ცვლილებები. ეტიოლოგია. თვალბუდეზე ანთებითი პროცესები, მრავლობითი სკლეროზი, მეთილის სპირტით, ქინინით, პლაზმოციდით, ტყვიით, ეთილირებული ბენზინით მოწამვლა, ალკოჰოლურ – ნიკოტინური ინტოქსიკაცია. სიმპტომები. მხედველობა ქვეითდება ერთბაშად ან თანდათანობით. მწვავე მოწამვლებისას აღინიშნება სიბრმავე, სინათლეზე გუგების რეაქციების არარსებობა. ხშირად ვითარდება

Read More

რანვიეს შევიწროება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რანვიეს შევიწროება – / კვანძის შევიწროება / (isthmus nodi) რბილგარსიანი ნერვული ბოჭკოების გარსის გათხელებული რგოლის­ებრი უბნები, რომელთა ადგილას შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში მიელინის ჩანართები არ არის. რანვიეს შევიწროება შეესაბამება შვანის მეზობელ უჯრედებს შორის საზღვრების ადგილებს. ასე ეწოდებათ მათი პირველად აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

მხედველობის ნერვის ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მხედველობის ნერვის ნევრიტი – მხედველობის ნერვის ანთებითი დაზიანება. მიზეზები შესაძლოა იყოს გაფანტული სკლეროზი, პოსტინფექციური ან პოსტვაქცინური ენცეფალომიელიტი, მეთილის სპირტით ან ტყვიით მოწამვლა. კლინიკურად ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის ველის ცენტრალური დეფექტით, ტკივილით თვალის კაკალში, თავის ტკივილით დაზიანებულ მხარეზე. ნევრიტის გამოსავალი შესაძლოა იყოს სრული აღდგენა ან ნერვის ბოჭკოების

Read More