ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტორიზისი – (metorisis ბერძნ.meta – შემდეგ და oriso – გამოსაზღვრა) მეზობელ ემბრიონულ ნერგებს შორის ფრონტალური საზღვრების გადაადგილების პროცესი. ფილო და ემბრიოგენეზის დროს, რომლის შედეგადაც ერთი ნერგის მასალა შესაძლებელია იყოს განლაგებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ეკავა სხვა ემბრიონულ ნერგს. მეტორიზისის ტიპური მაგალითია ექტოდერმული და ენდოდერმული ეპითელიუმის მასალის გადაადგილება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაფრაგმისქვეშა აბსცესი – ჩირქის დაგროვება ღვიძლის ზედა ზედაპირსა და დიაფრაგმის ქვედა ზედაპირს შორის. დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ორგანოებში (ღვიძლი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები) განლაგებული ანთებითი კერებიდან ჩირქმბადი ბაქტერიების გავრცელების შედეგად. ზოგჯერ დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება სხვა ანთებითი დაავადებების დროსაც (ქალის სასქესო ორგანოების