Tag Archives: საზღვრ

ჩართული დისკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩართული დისკოები – (disci intercalati)  გულის კუნთის ქსო­ვილის ბოჭკოებში უჯრედშორისი საზღვრები. თავისი ულტრასტრუქ­ტურით ჩართული დისკოები ანუ ფირფიტები დესმოსომების მსგავსია და მათ აქვთ არასწორი ზიგზაგისებრი ხაზის სახე, რომელიც წარ­მოქმნილია ორი მოსაზღვრე კუნთოვანი უჯრედის (კარდიომიო­ციტის) ციტოპლაზმური მემბრანებისაგან. ჩართულ დისკოებზე მთავ­რდება გულის კუნთის ბოჭკოების პროტოფიბრილები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

სკლერედემა მოზრდილთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლერედემა მოზრდილთა – (-scleroedema adultorum; ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი + oidema სიმსივნე)იშვიათი დერმატოზი, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენური ქსოვილის ინფექციურ – ტოქსიკურ ტროფიკულ დაზიანებასთან; ვლინდება დერმისა და კანქვეშა უჯრედისის შეშუპებითა და გამკვრივებით. ჩვეულებრივ, დერმატოზი ვითარდება გადატანილი მწვავე ინფექციური დაავადებების შემდეგ. დაავადება იწყება კანის შეშუპებადი, ცომისებრი შესქელებით, რომელსაც გააჩნია მკვეთრი

Read More

სიმპლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპლასტი – (symplastus ბერძნ.syn  –  ერთად და plastos  –  წარმოქმნილი) უჯრედის აგებულების ერთ – ერთი ფორმა, რომლის დიდი რაოდენობით დაგროვილი ციტოპლაზმის ბირთვები მრავალრიცხოვანია, შეიძლება იყოს 10 – ზე მეტი, ზოგჯერ ასობით და ათასობითაც კი. სიმპლასტურ წარმონაქნებში ციტოპლაზმით გარშემოკრული ბირთვები ცვლის რეაქციების აქტიური ცენტრებია. ამ ბირთვულ – ციტოპლაზმურ

Read More

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, იზრდებიან ნელა, ძნელად გადანაცვლდებიან, იწვევენ ძლიერ ტკივილს, მიმიკური მუსკულატურის დამბლას. ამ სიმსივნისათვის დამახასიათებელია ჰემატოგენური მეტასტაზირება

Read More

ეპიდერმოდერმიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმოდერმიტი – ანთებითი პროცესი, რომელიც მოიცავს ერთდროულად დერმასა და ეპიდერმისს. ხშირია სტრეპტოკოკური, რომელიც ლოკალიზდება კიდურების კანზე, ქალებში – ძუძუს დვრილებზე და სარძევე ჯირკვლების ქვეშ. დამახასიათებელია დაზიანების ცალმხრივობა, კერის მკვეთრი საზღვრები, ტიპიური სტრეპტოკოკური ფლიქტენები მის ზედაპირზე და კერის მახლობლად. ხშირად აღინიშნება ძლიერი ქავილი. მკურნალობა: ანტიბიოტიკები, ადგილობრივად ანტისეპტიკური საშუალებები.

Read More