Tag Archives: სათესლის

ეპოოფორონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპოოფორონი – (epoophoron ბერძნ.epi – ზევით და oophoron – საკვერცხე) საკვერცხის დანამატი – რუდიმენტული წარმონაქმნი, ვოლფის სხეულის კრანიალური ნაწილის მილაკების ნარჩენი. მდედ­რობითი სქესის ჩანასახებში შეესაბამება მამაკაცის სათესლის დანამატს. სინ. როზენ – მიულერის სხეული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

დანამატი სათესლის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დანამატი სათესლის – (epididymis ბერძნ.epi – ზევით და didymos – წყვილი) – სათესლის გამომტანი გზების ნაწილი. შედგება თავის, სხეულის, დანამატის სადინარისა და კუდის ნაწილებისაგან. დანამატის სადინარი ამოფენილია მაღალი ცილინდრული და ჩართული უჯრედების შემცველი ორრიგიანი ეპითელიუმით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More