Tag Archives: საკვებ

საკვები დანამატები

საკვები დანამატები – ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნაერთები, რომლებიც განკუთვნილია  საკვებ პროდუქტებში შესაყვანად მათი წარმოების დროს, მათი შენახვის ან ტრანსპორტირებისას, მაგრამ საკუთრივ თვითონ არ გამოიყენებიან ადამიანის მიერ როგორც საკვები პროდუქტები, ან საკვების ჩვეულებრივი კომპონენტები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიმფოციტები – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოციტები – ლიმფოციტები – (lymphocyti) სისხლის აგრანულოციტების  –  უმარცვლო ლეიკოციტების სახესხვაობა, მთელი ლეიკოციტების 20  –  35 %, შეიცავს მომრგვალო ფორმის ბირთვსა და ციტოპლაზმის ვიწრო ქობას. მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებში, ახორციელებს უჯრედულ და და ჰუმორულ იმუნიტეტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 

Read More