Tag Archives: საკვერცხეში

ყვითელი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითელი სხეული – 1. (corpus luteum) დროებითი დამატებითი ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც საკვერცხეში ოვულაციის შემდეგ მწიფე ფოლიკულის გასკდომის – გახლეჩის ადგილას წარმოიქმნება. ყვითელ სხეულში ფოლიკულური ეპითელიუმის ჯირკვლოვანი ტრანსფორმაციის შედეგად პროდუცირდება ჰორმონი პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის მოსამზადებლად, ჩანასახის ენდომეტრიუმში იმპლანტაციისა და პლაცენტის განვითარებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

საკვერცხის პირველადი ფოლიკულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის პირველადი ფოლიკულები – (folliculi primarii ლათ. folliculus  –  პარკი) პირველდაწყებითი, ჯერ კიდევ საკვერცხეში არამზარდი ფოლიკულები. ისინი შეიცავენ I – ლი რიგის ოოციტს, რომელიც შემოვლებულია ფოლიკულოციტების ერთი შრით. სინ.პრიმორდიული ფოლიკულები (folliculi primordiales ლათ. primordius  –  პირველადი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

საკვერცხის მზარდი ფოლიკულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის მზარდი ფოლიკულები – (folliculi ovarici cres­centes / secundarii et tertiarii / ) საკვერცხეში მეორეული და მესამეული ფოლიკულები, რომლებიც ზრდის სხვადასხვა სტადიაზე არიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული – (folliculus atreticus ლათ. folliculus  –  პარკი, atretos  –  აკრძალული) ფოლიკული, რომელიც ვითარდება ისე, რომ მომწიფებას არ მიაღწევს. საკვერცხეში ატრეზიული  –  ოოციტით დაღუპული ფოლიკულებია. ატრეზიას შესაძლებელია განიცდიდეს როგორც პრიმორდიული, ასევე მზარდი ფოლიკულები. ატრეზიის პროცესი პრიმორდიულ ფოლიკულებში იწყება ოოციტის დეგენერაციით, ხოლო შემდეგ თვით ფოლიკუ­ლოციტებიც გადაგვარდება.

Read More

ოოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოოგონიები – (oogonia ბერძნ.oon – კვერცხი, gonos – დაბადება. სინ.ოვოგონიები) კვერცხუჯრედის განვითარების საწყისი უჯრედები, რომლებიც ემბრიონის საკვერცხეში მრავლდებიან და რომლებისგანაც პირველი და მეორე რიგის ოოციტების სტადიების გავლით ოოგენეზის პროცესში წარმოიქმნება მომწიფებული სასქესო უჯრედები – კვერცხ უჯრედები (მდედრობითი). ოოგონიები შეიცავენ ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებს. ისინი მიტოზით ინტენსიურად იყოფიან. ამის

Read More