Tag Archives: სამშობიარო

ყიფლიბანდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყიფლიბანდი – – (ანატ.) თავის ქალას გაუძვლოვანებელი ნაწილი (სულ 6), რომელიც აერთებს ქალას ძვლებს ერთმანეთთან ახალშობილებში. მის ხარჯზე ნაყოფის თავი იკუმშება სამშობიარო გზებში გავლისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სამშობიარო სიმსივნე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამშობიარო სიმსივნე – მშობიარობის პერიოდში წარმოქმნილი შეშუპება ნაყოფის ყველაზე ქვევით მდებარე ნაწილებში (ჩვეულებრივ თავის მიდამოში). ქრება დაბადებიდან 2 – 3 დღის შემდეგ და არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ მკურნალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სამშობიარო დაზიანებები (ახალშობილთა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამშობიარო დაზიანებები (ახალშობილთა) – სამშობიარო დაზიანებებს მიეკუთვნება მშობიარობის აქტის დროს, ხელითა და ინსტრუმენტული ხერხით, საკეისრო კვეთისას მიღებული დაზიანებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მშობიარობის მასტიმულირებელი საშუალებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის მასტიმულირებელი საშუალებები – სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ საშვილოსნოს შეკუმშვას; იყენებენ სამშობიარო მოქმედების სტიმულაციისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეტროთრომბოფლებიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტროთრომბოფლებიტი – (ბერძ. Metra საშვილოსნო + თრომბოფლებიტი)საშვილოსნოს ვენების ანთება, რომელიც მიმდინარეობს მათი თრომბოზით. როგორც წესი, მეტროთრომბოფლებიტის განვითარებას წინ უძღვის მშობიარობის შემდგომი ან ოპერაციის შედგომი მეტროენდომეტრიტი. კლინიკური სურათი ხასიათდება სხეულის ტემპერატურის აწევით, ხანგრძლივი, ზოგჯერ უხვი სისხლდენით სამშობიარო გზებიდან. ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა უარესდება, აღენიშნებათ ყრუ ხასიათის ტკივილები მუცლის ქვევით,

Read More