Tag Archives: სანათურს

წყლული პერფორაციული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლული პერფორაციული – რომელიმე ორგანოს ლორწოვანი გარსის წყლული, რომელიც ხასიათდება მისი კედლის მთელ სისქეზე დაზიანებით (დაშლით) და არხის ჩამოყალიბებით, რომელიც აერთებს დაზიანებული ორგანოს ღრუს ან სანათურს მეზობელ ღრუსთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ყვითრის ყუნწი (ღერაკი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ყუნწი (ღერაკი) – (caulis vitellinus) მილაკოვანი წარმონაქმნი, რომელიც აერთებს ჩანასახის შუა ნაწლავს ყვითრის პარკთან. ყვითრის ყუნწის სანათურს ეწოდება ყვითრის სადინარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

გოგირდის საცობი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოგირდის საცობი – ყურის გოგირდის ჭარბი დაგროვება სასმენ მილში მასში განლაგებული გოგირდის ჯირკვლების მომატებული სეკრეციის შედეგად. ყურის გოგირდი ჩერდება წებვადობის, ასევე გარეთა სასმენი მილის დაკლაკნილობისა და სივიწროვის, მისი კედლების გაღიზიანების გამო. გოგირდის საცობი თავდაპირველად რბილია, შემდეგში მკვრივდება და ზოგჯერ ქვავდება. ის შეიძლება იყოს ღია ყვითელი ფერიდან მუქ

Read More

ანევრიზმა ცრუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანევრიზმა ცრუ – (aneurysma spurium, aneurysma falsum) პათოლოგიური ღრუ, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვის კედლის ტრავმის შედეგად განვითარებული პულსირებადი ჰემატომის ორგანიზაციის შედეგად და უერთდება სისხლძარღვის სანათურს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი