ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰირუდინი – პოლიპეპტიდი; პირდაპირი სწრაფი მოქმედების ფიზიოლოგიური ანტიკოაგუოლანტი, რომელიც შედის სამედიცინო წურბელას სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტის შემადგენლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წილაკთაშორისი სადინარი – სანერწყვე ჯირკვლების გამომტანი სადინრების სისტემის ნაწილი, ამოფენილი ორშრიანი ეპითელიუმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტადენოკარცინომა – (cystadenocarcinoma; ბერძ. Kystis ბუშტუკი + ადენოკარცინომა) ავთვისებიანი სიმსივნე, ჯირკვლოვანი კიბოს ტიპის; წარმოქმნილია ცისტის ეპითელური შრისაგან; განსაკუთრებით ხშირია საკვერცხეებში, სადაც ის შესაძლოა იყოს ორმხრივი. შედარებით იშვიათად ცისტადენოკარცინომა აღინიშნება კუჭქვეშა ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში და სარძევე ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების, საყლაპავის, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიოგრენის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის ავტოიმუნური სისტემური დაზიანება. დამახასიათებელია პათოლოგიურ პროცესში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, უმთავრესად სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ჩართვა და ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობა. დაავადების წარმოშობაში გარკვეული როლი ენიჭება ვირუსულ ინფექციასა და გენეტიკურ წინასწარგანწყობას. დაავადების გამოვლინებებია: მშრალი კერატოკონკიუნქტივიტი მუდმვი წვის შეგრძნებით, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლის გამოყოფის