Tag Archives: სარტყლის

პოლიმიალგია რევმატიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმიალგია რევმატიული – (ბერძ. Poly მრავალი + მიალგია) ხანშიშესულ პირთა დაავადება, რომელიც ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილებითა და შებოჭილობით. დაავადება იწყება უეცრად, ძლიერი ტკივილებით მხრის სარტყლის, კისრის, ზურგის კუნთებში; შემდეგში პათოლოგიურ პროცესში ერთვება მენჯის სარტყლის კუნთები. ამავდროულად ავადმყოფებს აღენიშნებათ შებოჭილობა, განსაკუთრებით დილაობით; ხშირად მატულობს ტემპერატურა,

Read More

ნევრალგიური ამიოტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევრალგიური ამიოტროფია – (პერსონეიჯ – ტერნერის სინდრომი) სავარაუდოდ ავტოიმუნური გენეზის დაავადება, რომელიც აზიანებს მხრის წნულის ზედა კონას ან მისგან გამომავალ ნერვებს. მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ტეტანუსის ანატოქსინის შეყვანა, ტრავმები ან ოპერაციები. იწყება მწვავედ, მხრის მიდამოში მკვეთრი ინტენსიური ტკივილებით, რომელიც შემდგომში თანდათანობით სუსტდება 1

Read More

ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია – მემკვიდრეობითი დაავადება: ბეჭ – მხარ – სახის კუნთის დისტროფიის ვარიანტი, რომელიც ვლინდება ბავშვობის ან ყრმობის ასაკში სახისა და მხრის სარტყლის კუნთების სისუსტითა და წონის შემცირებით, ზოგჯერ ასიმეტრიული. მოგვიანებით ჩაერთვება წინამხრის, მენჯის სარტყლის კუნთები. დამახასიათებელია ნელი პროგრესირებადი მიმდინარეობა სტაბილიზაციის პერიოდებით. გადაეცემა ავტოსომურ –

Read More

ლეიდენის დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიდენის დისტროფია – (E. Leyden, გერმ. თერაპევტი; სინ.: პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის საბავშვო ფორმა, დიუშენ – ლეიდენის სინდრომი) პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის განსაკუთრებული ფორმა, მენჯისა და მხრის სარტყლის კუნთების უპირატესი დაზიანებით, რომელიც ვითარდება ბავშვობის ასაკში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კლეიდოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლეიდოტომია – (cleidotomia; ბერძ. kleis, kleidos ლავიწი + tome გაკვეთა) სამეანო ოპერაცია: ნაყოფის ლავიწის გაკვეთა (ერთის ან ორივეს) მხრის სარტყლის მოცულობის შესამცირებლად, მისი სამშობიარო გზებიდან გამოყვანის გასაიოლებლად; გამოიყენება იშვიათად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა