Tag Archives: სასიცოცხლო

ანაბიოზი

ანაბიოზი – ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების შეჩერება ან შენელება, სათანადო პირობებში აღდგენის უნარით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ამებური მენინგოენცეფალიტი

ამებური მენინგოენცეფალიტი – (სინ.: ცერებრული ამებოიდოზი) იშვიათი დაავადება, რომლის გამომწვევია სხვადასხვა სახის ამებები; კლინიკურად ხასიათდება ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტის განვითარებითა და მძიმე მიმდინარეობით. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3 – 7 დღეა. იწყება უეცრად, ტკივილითა და სიმშრალის გრძნობით ყელში, თავის ძლიერი ტკივილით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით. ვლინდება მენინგოენცეფალიტის ნიშნები, ვითარდება კომატოზური მდგომარეობა. დაავადების მე – 2 – 7 დღეს ავადმყოფთა

Read More

ადენოზინფოსფორის მჟავები

ლალი დათეშიძე

ადენოზინფოსფორის მჟავები – ნუკლეოტიდები (იხ.), ადენოზინის მონო – , და დი – , და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი (იხ.), ნახშირწყალი რიბოზა (იხ.) და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ – სა და ატფ – ში ქიმ. ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს (იხ.) უწოდებენ.

Read More

ადენოზინტრიფოსფატაზები

ლალი დათეშიძე ადენოზინტრიფოსფატაზები – ფერმენტების ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს ადენოზინტრიფოსფორისმჟავისაგან ფოსფორმჟავას ერთი ან ორი ნაშთის გამოცალკევებას. გამოყოფილ ენერგიას ორგანიზმი იყენებს სასიცოცხლო პროცესებისათვის. [“1”] ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

აბორტი ინფიცირებული

აბორტი ინფიცირებული – თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.), ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის შემდომი ინიფიცირებით.

Read More