Tag Archives: საყლაპავი მილი

აბლაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. განმარტებითი ლექსიკონი აბლაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტროინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან  მოცილება მაქანიკური გზით (მაგალითად, ტოლზილიტის დროს ნუშების ლორწოვანი გარსის აბლაცია, ბარეტის მეტაპლაზიის დროს საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის აბლაცია).  

საყლაპავი მილის ატრეზია

განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავი მილის ატრეზია – ანტენატალური განვითარების პათოლოგია,როდესაც ნაყოფის საყლაპავი მილი ბოლომდე არ ფორმირდება.საყლაპავი მილი კუჭის მისვლამდე ყრუდ მთავრდება,რის შედეგად საკვები ვერ გადადის კუჭში.

ანტაციდები

განმარტებითი ლექსიკონი ანტაციდები – სამკურნალო პრეპარატები;რეფლუქსის დროს კუჭში და საყლაპავ მილში მარილმჟავას ნეიტრალიზაციას ახდენენ.

ეზოფაგიტი

ეზოფაგიტი esophagitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეზოფაგიტი – საყლაპავის ანთება. განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით, ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები), მწვავე ინფექციური დაავადებების დროს (ქუნთრუშა, დიფთერია, სეფსისი და სხვ.) ხშირად თან ახლავს მწვავე ფარინგიტებს, გასტრიტებს. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტი ვითარდება ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებლების განმეორებითი მოქმედებით: ძალზე ცხელი, უხეში და ცხარე საკვებით, მაგარი ალკოჰოლური სასმელებით, ზოგიერთი საწარმოო ტოქსიკური ნივთიერებებით და ა. შ. ქრონიკული ეზოფაგიტები ხშირად თან ახლავს ცხვირ – ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს – ტუბერკულოზი, სიფილისი. შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად – ე. წ. რეფლუქს – ეზოფაგიტი ან პეპტიკური ეზოფაგიტი, რომელიც აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრის დროს, ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს – კარდიის ზონის გლუვი კუნთების ატროფიიის შედეგად.

Read More