Tag Archives: საშარდე

პიელოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიელოგრაფია – (<ბერძნ. pyelos – გობი და … გრაფია), თირკმლების გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი, რომლის დროსაც რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები შეჰყავთ თირკმლის მენჯში. პიელოგრაფიის დროს გადაღებული სურათების სერია საშუალებას იძლევა თირკმლებსა და საშარდე გზებში დავადგინოთ პათოლ. ცვლილებების (მდებარეობის ანომალია, კენჭები, ანთებითი და სიმსივნური დეფორმაცია და სხვ.) ხასიათი და ლოკალიზაცია. [“1”]

Read More

პედუნკულიტი თირკმლის წიაღის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პედუნკულიტი თირკმლის წიაღის – (ლათ. Pedunculus ფეხი, ღერო + – itis) თირკმლის წიაღის მიდამოში უჯრედისის ანთებით – სკლეროზული პროცესი. პედუნკულიტი განსაკუთრებით ხშირად ვითარდება პიელონეფრიტის დროს, რომელიც მიმდინარეობს მომატებული მენჯშიგა წნევის, თირკმელების კენჭოვანი დაავადებისა და საშარდე გზებში ობსტრუქციული პროცესების ფონზე. კლინიკურ სურათს განსაზღვრავს ძირითადი დაავადების სიმპტომატიკა. თირკმლის წიაღის

Read More