Tag Archives: საშუალებები

არომატული წყლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არომატული წყლები – სამკურნალო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენენ ეთერზეთების ხსნარებს წყალში; გამოიყენება სამკურნალო საშუალებების გემოვნების გასაუმჯობესებლად გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ანორექსიული საშუალებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანორექსიული საშუალებები – სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ მადას და გამოიყენებიან სიმსუქნის კომპლექსურ მკურნალობაში (მეფოლინი, ფეპრანონი). გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ამბლიოპია ისტერიული

ამბლიოპია ისტერიული – ეტიოლოგია. თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი; შესაძლებელია ახლდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, სკოტომის, ჰემიანოფსიის წარმოქმნა. მხედველობა დაქვეითებული რჩება რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე. ადვილი არ არის სიმულაციისაგან გარჩევა. მკურნალობა. ფსიქოთერაპია, სედატიური საშუალებები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ადიუვანტი

ადიუვანტი – ნივთიერება, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა). (1) ადიუვანტი (adjuvant) – იმუნოგენეზის არასპეციფიკური სტიმულატორი, რომელსაც ზოგჯერ გააჩნია ანტისხეულის თვისებები. ადიუვანტი შეიძლება იყოს არაორგანული (ალუმინის და კალციუმის ფოსფატები, კალციუმის ქლორიდი და სხვა) და ორგანული (აგარი, გლიცეროლი, პროტამინები და

Read More

ადაპტოგენები

ლალი დათეშიძე ადაპტოგენები – სამკურნალო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის არასპეციფიკურ მდგრადობას გარემოს არახელსაყრელი პირობებისადმი. (ტემპერატურული ცვლილებები, ჟანგბადის უკმარისობა და სხვ.), მაგ. ჟენ – შჩენის ნაყენი, ელეუტეროკოკი და სხვ. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები