Tag Archives: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

კარდიის აქალაზია

კარდიის აქალაზია esophageal achalasia კარდიის აქალაზია – შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება საყლაპავისა და კარდიის ნერვული წნულის დისტროფიული ცვლილებებით, საყლაპავის ატონიით, გაფართოებით, მისი კედლის პერისტალტიკის მოშლით და ყლაპვის დროს კარდიის რეფლექტორული გახსნით, ამის შედეგად კუჭში საკვების გადასვლის შეფერხებით და მისი ხანგრძლივი შეჩერებით საყლაპავში. ეტიოლოგია და პათოგენეზი საკმარისად შესწავლილი არ არის. სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია მკერდუკანა ტკივილი,

Read More

ალიმენტური დისტროფია

ალიმენტური დისტროფია alimentary dystrophy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ალიმენტური დისტროფია – ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების უკმარისობით გამოწვეული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი დაუძლურებით, ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფიითა და მათი ფუნქციის დარღვევით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორგანიზმში საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შეღწევა და მათი შეწოვა, რაც განპირობებულია როგორც ეგზოგენური ასევე ენდოგენური მიზეზებით (საყლაპავის სიმსივნური, ნაწიბუროვანი შევიწროება, ასევე პილორუსის; საჭმლის მონელების და შეწოვის უკმარისობის სინდრომი). გარკვეული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აბსოლუტურ, არამედ საკვების კალორიულობის შეფარდებით დაქვეითებასაც, საკვების რაციონის თვისებრივ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ცილების, ცხიმების დეფიციტს; შეუცვლელი ამინომჟავების უკმარისობა, ცხიმოვანი მჟავეებისა და ვიტამინების (პირველ რიგში ცხიმში ხსნადის).

Read More