Tag Archives: სახიფათოა

კოლი – ინფექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლი – ინფექცია – ინფექციური დაავადება, გამოწვეული ნაწლავის ჩხირის შტამებით, რომელთაც გააჩნიათ პათოგენური თვისებები. დაავადება წარმოიქმნება წყლის ან საკვები პროდუქტების გამოყენებისას, რომლებშიც მოხდა გამომწვევის დაგროვება. ვლინდება მწვავედ განვითარებული დისპეფსიური დარღვევებით და ინტოქსიკაციით. სახიფათოა ადრეული ასაკის ბავშვებისათვის. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ნაწლავგარეშე გამოვლინებები: პიელონეფრიტი, მენინგიტი, სეფსისი და სხვ. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ახალშობილთა სამშობიარო ტრავმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ახალშობილთა სამშობიარო ტრავმა  – ნაყოფის ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანება მშობიარობის პერიოდში. განსაკუთრებით სახიფათოა და სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს ახალშობილთა სამშობიარო ტრავმა თავის ტვინში სისხლჩაქცევით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა