Tag Archives: სახოვანი

ტერატომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერატომა – 1. (teratoma ბერძნ.teras, teratos  –  მახინჯი და  – oma  –  სიმსივნე)  თანდაყოლილი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება პლურიპოტენტური ემბრიონული ქსოვილისგან. ასეთი სიმსივნე შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქსოვილოვანი კომპონენტის ნარევს (კანს, თმას, კუნთებს, ტვინოვან ქსოვილსა და ა.შ.). ტერატომა შეიძლება იყოს პირველადი სასქესო  უჯრედების წარმონაქმნიც, რომელიც შენარჩუნე­ბულია არადიფერენცირებულ მდგომარეობაში მათი

Read More

სპონგიობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპონგიობლასტები – (spongioblasti ბერძნ.spongios  –  ღრუბელი და blastos  –  ჩანასახი)  ნერვული ლულის შემადგენლობაში მცირედ დიფერენცირებული ჩანასახოვანი  უჯრედები, რომელთაგანაც შემდგომში ვითარდება ნეიროგლიის ყველა უჯრედოვანი ელემენტი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა