Tag Archives: სია

შუბლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლის სინდრომი – (სინ.: პრეფრონტალური ზონის სინდრომი) ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ტვინის შუბლის წილის კეროვანი დაზიანების დროს; სინდრომი აღინიშნება ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ, ქალაშიდა სიმსივნეების, ინფარქტებისა და სისხლჩაქცევების, ასევე ანთებითი და ატროფული პროცესების დროს. სინდრომისათვის დამახასიათებელია ექტრაპირამიდული დარღვევები: სახის მიმიკური კუნთების პარეზი, ჰიპო

Read More

ტაქიფილაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაქიფილაქსია – (ბერძ. Tachys სწრაფი, ჩქარი + phylaxis დაცვა) ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის ხანმოკლე დაქვეითების მოვლენა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის სწრაფ დაცვას სხვადასხვა ტოქსიკური ზემოქმედებისაგან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პარაპრაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაპრაქსია – აპრაქსიის ერთ – ერთი გამოვლინება, რომელიც ხასიათდება მოქმედების მიზანშეწონილობის დარღვევით – მისი შემადგენელი მოძრაობები ფორმალურად სწორია, მაგრამ მათი შედეგი არ შეესაბამება დასახულ მიზანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ორალური აპრაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორალური აპრაქსია – (ლათ. os, ნათ. ბრ. oris – პირი) ბრძანებით მოძრაობის შესრულების უნარის დარღვევა, რომელშიც ჩართულია ორალური მიდამოს კუნთები; ნიშანია თავის ტვინის შუბლის წილის დაზიანებისა, ხშირად ერთვის მოტორულ აფაზიას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოკულომოტორული აპრაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოკულომოტორული აპრაქსია – (ლათ. oculos – თვალი, motorinumm – მოძრაობა) მოძრავ საგანზე თვალყურის, ან ფიქსაციის ერთი წერტილიდან მეორეზე მხედველობის ნებითი გადატანის შეუძლებლობა. შესაძლოა აღინიშნებოდეს თავის ტვინის თანდაყოლილი დაავადებების, დიდი ჰემისფეროების ქერქის თხემის ნაწილების დაზიანებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More