Tag Archives: სიის

ლეიკოტრიენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოტრიენები – შენაერთები, რომლებიც წარმოიქმნებიან არაქიდონის მჟავიდან ლიპოოქსიგენაზის (არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტები) მონაწილეობით, გამოიყოფიან ლეიკოციტებით, ღრუბლისებრი უჯრედებით და სხვ.; ლეიკოტრიენების დაკავშირება ნეიტროფილებთან აძლიერებს ნეიტროფილების აგრეგაციას, ახდენს ლიზოსომური ფერმენტების გამოყოფის ინდუცირებასა და სხვ.; ზოგიერთი ლეიკოტრიენი, თავისი თვისებებით ანლოგიურია ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

კორძიანი სხეულის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორძიანი სხეულის სინდრომი – (syndromum corporis callosi) 1. მარცხენამხრივი აპრაქსიის შერწყმა მარჯვენა და მარცხენა ხელებში შეუთანხმებელ მოძრაობასთან, რაც განპირობებულია კორძიანი სხეულის უკანა ნაწილების დაზიანებით; 2. ფსიქიკური დარღვევები (სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კონფაბულაციები და სხვ.), რომლებიც განპირობებულია კორძიანი სხეულის წინა ნაწილების დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More