Tag Archives: სიმპტომებია

ერბ – გენსელნის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერბ – გენსელნის სინდრომი – თანდაყოლილი ჰემოლიზური სიყვითლე, დამახასიათებელი სიმპტომებია: ანემია, სიყვითლე, სპლენომეგალია. განავალი მუქია და შეიცავს სტერკობილინის დიდ რაოდენობას, შარდში ბევრია ურობილინოგენი და ურობილინი. ხშირად თან ერთვის განვითარების ანომალიები: კოშკისებრი თავის ქალა, ინფანტილიზმი, ბრაქიდაქტილია, გოთური სასა. პერიფერიულ სისხლში ადგილი აქვს გამოხატულ რეტიკულოციტოზს (40% – მდე), ზომიერ

Read More

გილფორდ – ტენდლოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გილფორდ – ტენდლოს სინდრომი – ანჰიდროზი. ექტოდერმული წარმოშობის მოშლილობა, რომლის ძირითადი სიმპტომებია: კომპლექსური ანჰიდროზი ან მაღალი ტემპერატურის გადაუტანლობა და თერმორეგულაციის მძიმე მოშლილობანი, კანის თმიანი ნაწილების ჰიპოტრიქოზი და კანის დანარჩენი ნაწილების ატრიქოზი, ცხიმის გამოყოფის შემცირება, ანოდონტია ან ჰიპოდონტია, ზოგჯერ უნაგირისებური ცხვირი, ატროფიული რინიტი, გამოდრეკილი შუბლი, განვითარების სხვა მანკები.

Read More