Tag Archives: სიმსივნით

პერეზის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერეზის ნიშანი – (J. Perez) 1. ფილტვების მიდამოში აუსკულტაციით გამოვლენილი ტკაცუნი, როდესაც პაციენტი მჯდომარე მდგომარეობაში ხელს სწევს ზევით ან ქვევით უშვებს; ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ფიბროზული მედიასტინიტის, ასევე აორტის რკალის ანევრიზმის დროს. 2. პლევრის ხახუნი, რომელიც მოისმინება გულმკერდის ზედა მესამედში, როდესაც ავადმყოფი ხელს ზევით სწევს ან უშვებს

Read More

პარათირეოიდექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათირეოიდექტომია – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ლათ. [glandula] thiroidea ფარისებრი ჯირკვალი + ბერძ. Ektome ამოკვეთა) ერთი ან რამდენიმე პარათირეოიდული ჯირკვლის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია. წარმოადგენს ერთადერთ რადიკალურ მეთოდს ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია ჰორმონულ – აქტიური სიმსივნით – ადენომით ან (შედარებით იშვიათად) პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერპლაზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More