Tag Archives: სინდრომი

კარდიული X სინდრომი

კარდიული X სინდრომი

კარდიული X სინდრომი, კარდიული X სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი, კარდიული X სინდრომი – კლინიკური სურათი, კარდიული X სინდრომი – დიაგნოსტიკა, კარდიული X სინდრომის მკურნალობა >>>

უნდა აღინიშნოს, რომ გულის იშემიური დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, დატვირთვაზე აღმოცენებული ტკივილის დროს, შემთხვევათა 10-20%-ში კორონაროგრამაზე ნორმიდან გადახრა არ აღინიშნება. ეს შემთხვევები მიეკუთვნება კარდიული X სინდრომის გამოხატულებას.

კარდიული X სინდრომი წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების ერთერთ კლინიკურ ფორმას, პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მიოკარდიუმის იშემიის კლინიკური ნიშნები, თუმცა არ აღინიშნება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება და ეპიკარდიალური გვირგვინოვანი არტერიების სპაზმი.

Read More

სქესის შეცვლის ოპერაციები

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი სქესის შეცვლის ოპერაციები – გამოიყენება ტრანსსექსუალიზმის დროს, უფრო იშვიათად სქესის უარყოფის სინდრომის დროს. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006.

Read More

ჰურლერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰურლერის სინდრომი – (G. Hurler, გერმ. პედიატრი)  მუკოპოლისაქარიდოზის ტიპი; ვლინდება დერმატანსულფატისა და ჰეპარანსულფატის მომატებული ექსკრეციით, ჩონჩხის მკვეთრი დეფორმაციით, ჰეპატოსპლენომეგალიით, მძიმე ოლიგოფრენიით, რქოვანას შემღვრევით, ქრონიკული ბრონქოპნევმონიით. გაფრთხილება! ..

ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი – გარგოილიზმი, ლიპოქონდროდისტროფია. მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის მიზეზია ქსოვილთა უჯრედების უუნარობა მოახდინონ მაღალმოლეკულური წონის ნივტიერების (მუკოპოლისაქარიდები) მეტაბოლიზმი. გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. კლინიკა: თავის არასწორი ფორმა, ჩავარდნილი ცხვირის ძვალი, ფართო ნესტოები, სქელი ტუჩები, ყურის ბიბილოების დეფორმაცია, რაც მოგვაგონებს, მახინჯ – გარგოლის სახეს, კანის გასქელება,

Read More

ჰიპოტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტენზიული სინდრომი – (ბერძ. Hypo+ ლათ. tensio დაძაბულობა) კლინიკური ნიშნების შერწყმა, რომლებიც ასახავენ ქალაშიდა წნევის მყარ დაქვეითებას. განსაკუთრებით ხშირი მიზეზი ჰიპოტენზული სინდრომის განვითარებისა არის ქალა – ტვინის ტრავმა და ლიკვორეა. დამახასიათებელი სიმპტომებია: მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება მჯდომარე მდგომარეობაში, თავის აწევისას და მცირდება თავის დაშვებისას, ასევე

Read More