Tag Archives: სინოვიური

ტენდინიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენდინიტი – მყესის ანთება, რომელიც შერწყმულია სინოვიური ბუდის ანთებასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინოვიური ცისტა კანის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ცისტა კანის – კეთილთვისებიანი ცისტა, რომელიც ვითარდება კანის შემაერთებელი ქსოვილის ლორწოვანი დისტროფიის შედეგად. გვხვდება იშვიათად, უპირატესად ქალებში 40 წლის ასაკის ზემოთ; ცისტა ამოვსებულია ლორწოვანი ნივთიერებით. კანის სინოვიური ცისტა ლოკალიზებულია მტევნის თითების ზურგისა და გვერდითი ზედაპირების კანზე. როგორც წესი, წარმოიქმნება 1 – 2 ცისტა, რომელიც წარმოადგენს ნახევრადგამჭირვალე,

Read More

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More

სინოვიური სითხე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური სითხე – (synovia, PNA, BNA, JNA; სინ. სინოვია)წებოვანი სითხე, რომელსაც გამოყოფს სინოვიური გარსი სახსრის ღრუში და ახდენს სასახსრე ხრტილის კვებასა და უზრუნველყოფს ნორმალურ მოძრაობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინოვექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვექტომია – სინოვიური გარსის ქირურგიული გაკვეთა, ქრონიკული სინოვიტისა და მკურნალობის სხვა სახეების უეფექტობისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა