Tag Archives: სინუსის

ქემორეცეპტორები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქემორეცეპტორები – მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, რომლებიც აღიქვამენ ქიმიურ გაღიზიანებას. მაგ. ენის ქემორეცეპტორები რეაგირებენ გემოვნების გამღიზიანებლებზე, კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორები – სისხლის ქიმიურ შემადგენლობაზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოლოზი – ხანტას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოლოზი – ხანტას სინდრომი – – იდიოპათიკური ქალაშიდა გრანულომატოზური ანთება, სავარაუდოდ აუტოიმუნური ბუნებისა, რომელშიც უპირატესად ჩართულია ტვინის მაგარი გარსები კავერნოზული სინუსის მიდამოში. ზოგჯერ პათოლოგიური პროცესი ვრცელდება თვალის ზედა ნაპრალზე და თვალბუდეზე. ზოგჯერ გამოხატულია ზომიერი ეგზოფთალმი, თვალის ფსკერზე ვენური შეგუბების ნიშნები. დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის, ანევრიზმის, ინფექციური დაზიანების 

Read More

სინუს – თრომბოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინუს – თრომბოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ვენური სინუსების თრომბოზით. შესაძლოა ჰქონდეს ან სეპტიკური, ან ასეპტიკური ხასიათი და განვითარდეს როგორც მრავალი პათოლოგიური მდგომარეობების გართულება. კლინიკურად ვლინდება თავის ტკივილით, განმეორებითი  ღებინებით, ეპილეფსიური შეტევით, ცნობიერების დათრგუნვით ან დაბინდვით. 2. სიგმოიდური სინუსის თრომბოფლებიტი, რომელიც წარმოიქმნება როგორც შუა

Read More

მღვიმოვანი სინუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მღვიმოვანი სინუსის სინდრომი – (syndromum sinus cavernosi) სრული ოფთალმოპლეგიის შერწყმა შუბლისა და თვალბუდის არეში ტკივილებთან, რაც განპირობებულია თვალის მამოძრავებელი, განმზიდავი და თვალის ნერვების დაზიანებით, რომლებიც გაივლიან ტვინის მაგარი გარსის მღვიმოვანი სინუსის ლატერალურ კედელში; აღინიშნება ჰიპოფიზის სიმსივნის, კრანიოფარინგიომის, ბაზალური მენინგიომების, შიგა საძილე არტერიის ანევრიზმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

კაროტიდული სინუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაროტიდული სინუსის სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გულის განმეორებადი წასვლით, მკვეთრი ბრადიკარდიისა და პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოების ფონზე. გულის წასვლა პროვოცირდება თავის მობრუნების, ან მჭიდრო საყელოს ტარების დროს კაროტიდული სინუსის გაღიზიანების შედეგად და უკავშირდება ცდომილი ნერვის აქტივაციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More