Tag Archives: სისი

უჯრედების ქემოტაქსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების ქემოტაქსისი – (chemotaxis cellularum ბერძნ. chemia – ქიმია და taxis – მიმართულებითი გადაადგილება) – ზოგიერთი უჯრედის ამებოიდური მოძრაობა ამა თუ იმ ქიმიური გამაღიზიანებლის მიმართულებით ანდა მათგან უკუმიმართულებით. მოძრაობის მიმართულების მიხედვით არჩევენ დადებით და უარყოფით ქემოტაქსისს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

სპერმატოზოიდების რეოტაქსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოზოიდების რეოტაქსისი – (rheotaxis spermatosoidorum ბერძნ.rheo  –  მივედინები და taxis  –  მიმართულებითი გადაადგილება) სპერმატოზოიდების მიმართულებით ორიენტირებული გადაადგილება სითხის დინების საწინააღმდეგოდ, რაც გაპირობებულია კუდის ძაფის ტალღისებრი რხევით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

პრაქსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრაქსისი – (ბერძ. Praxis საქმე, მოქმედება) დასწავლილი მოძრაობების შესრულების უნარი განსაზღვრული თანამიმდევრობით, რომელსაც მივყევართ დასახული მიზნისაკენ და რომელიც ორგანიზებულია ტვინის ქერქის რიგი პირველადი და მეორადი ზონების ურთიერთქმედებით, მემარჯვენეებში თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროთი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა