Tag Archives: სისხლდენით

ჰიპომენორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომენორეა – მენსტრუაციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო სისხლდენით, მისი ნორმალური რიტმისა და ხანგრძლივობის შენარჩუნებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი – უცნობი გენეზის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის სპეციფიური ანთება იწვევს ეროზიის, წყლულის, ნაწლავის კედლის ნეკროზის განვითარებას. ვლინდება ტკივილით მუცელში, ფაღარათით, ტენეზმებით, ნაწლავური სისხლდენით, მაღალი ტემპერატურით. დიაგნოზი დასტურდება რექტორომანოსკოპიით. შესაძლო გართულებებია: პროფუზული სისხლდენა, კედლის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია. მკურნალობა: დიეტა, გლუკოკორტიკოიდები

Read More

შეგუბებული ფილტვები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგუბებული ფილტვები – (pulmones  congestivi)მარცხენაპარკუჭოვანი ან მარცხენაწინაგულოვანი უკმარისობის კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს ფილტვების ვენური სისხლძარღვების სისხლით გადავსება; ხასიათდება ქოშინით, უპირატესად ფილტვების ქვედა უკანა ნაწილებში, ხშირად სისხლიანი ხველით ან ფილტვიდან სისხლდენით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, ანემიით. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ავადდებიან უპირატესად ბავშვები 3 – 8 წლის ასაკში; აღინიშნება ოჯახური

Read More

ურემია

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის

Read More